საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რა მიმართულებითაც მთელი შემდგომი განვითარება უნდა წარიმართოს, გახლავთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება – მიხეილ სარჯველაძე

„აღიარებულია ის, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რა მიმართულებითაც მთელი შემდგომი განვითარება უნდა წარიმართოს, გახლავთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ამ სტრატეგიის (ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება) განხორციელებისთვის თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩინეთის მონაწილეობის გამორიცხვით შეიძლება ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რასაკვირველია, ის ან იტყუება, ან უბრალოდ იმდენად დილეტანტურია ეს შეხედულება, რომ უბრალოდ განსახილველადაც არ ღირს.

თუ საქართველოს სურვილი აქვს, რომ შუა დერეფნის ფუნქციას ასრულებდეს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქტიური და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები, კარგი ურთიერთობების ქონა ევროკავშირთან და მეორე მხრივ ჩინეთთან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები