16 იანვარი მზექალა შანიძის დაბადების დღეა

16 იანვარს  ენათმეცნიერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი მზექალა შანიძე დაიბადა.
მას დღეს 98 წელი შეუსრულდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1948 წელს.
1953 წლიდან ეწეევა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი (1981 წლიდან);
არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი” (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა” (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა” (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ქართული ენის ისტორია, ლექსიკოლოგია, ტექსტოლოგია, ბიბლიური ფილოლოგია; 190 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 8 წიგნის ავტორი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
2019 წლის 15 იანვარს ჩოხოსანთა დასისა და ფონდ „ქართველისგან” გადაეცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში”, დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები”, დაიცვა 1974 წელს.
არის: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრ–კორესპონდენტი (1997-2013); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013)
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991); თბილისის საპატიო მოქალაქე  (2015); ღირსების ორდენის მფლობელი (1996).
ქართული მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები