მიხეილ სარჯველაძე: ჩინეთში ვიზიტებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არა თუ არაფერია, არამედ ასეთი ტიპის ვიზიტები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებშია

“ჩინეთში ვიზიტებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არა თუ არაფერია, არამედ ასეთი ტიპის ვიზიტები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებშია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთს არაერთხელ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, რომ ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„როგორც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ რაღაც ისტორია შეთხზას, რათა ჩაითვალოს, რომ ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს, ეს რა საკვირველია, უმაქნისი იქნება. გვახსოვს, იგივე ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები, თითქოს, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაფორმება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ხელს შეუშლიდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ევროპის არაერთ სახელმწიფოს ჩინეთთან ძალიან ღრმა და ინტენსიური ურთიერთობები აქვს, რაც ნორმალურია. ნახეთ, როგორია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ჩინეთთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა, თუნდაც, ჩინეთისა და აშშ-ს.

ჩინეთს არაერთხელ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც არა ერთ დოკუმენტშია გათვალისწინებული, მაგრამ თუ რომელიმე დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის, ეს ჩინეთის მკაფიო პოზიციაზე ვერავითარ უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები