თეა წულუკიანი: ჩვენ ახლა უკვე პოლონეთში ვაჩვენებთ ევროპას, რომ გვაქვს ძალიან დიდი ქრისტიანული კულტურა

“ჩვენ ახლა უკვე პოლონეთში ვაჩვენებთ ევროპას, რომ გვაქვს ძალიან დიდი ქრისტიანული კულტურა, თვითმყოფადი და ევროპული”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფესტივალ „ევროპალია-საქართველოზე“ განაცხადა.

წულუკიანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გავხსნით მასშტაბურ გამოფენას, სადაც საქართველო 800-ზე მეტი ექსპონატით იქნება წარმოდგენილი და ჩვენ ახლა უკვე პოლონეთში ვაჩვენებთ ევროპას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ქრისტიანული კულტურა, თვითმყოფადი და ევროპული. ეს იქნება გარკვეულწილად გაგრძელება ფესტივალისა „ევროპალია“, რომელიც ბენელუქსის ქვეყნებში და აქ, ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კრაკოვში მასშტაბური გამოფენა იქნება კულტურული ღონისძიებების ფონზე. გაიმართება. ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ქართულ თეატრს, ფოლკლორს და ყველა იმ პროექტს წარვადგენთ, რომლითაც „ევროპალიის“ ფარგლებშიც ღირსეულად წარმოვჩნდით. ამასთან, 2024 წელს, ივნისის თვეში, ტოკიოში გაიმართება ქართული კულტურის ფესტივალი, რომელიც ასევე მრავალფეროვანი იქნება.

მიმდინარე წელს ასევე გავიმეორებთ „ლევილის ქართულ ფესტივალს“, მაგრამ 2-ჯერ მეტი მასშტაბით, უფრო მეტი ხელოვანების მონაწილეობით და მრავალფეროვანი რეპერტუარით“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ დღეს სრულდება. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები