ირაკლი ჩიქოვანი – ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთში გააკეთა.

ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ ვიზიტი წარმატებული იქნება.

“ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ. მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი ნაბიჯი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები