ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები