„აირჩიე მიმართულება“ – მარიამ ოდიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
17 იანვარს, 19:00 სათზე, ხელოვნების სასახლეში მარიამ ოდიშვილის პერსონალური გამოფენა – „აირჩიე მიმართულება“ გაიხსნება.
ორგნიზატორების ინფორმაციით, გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს. „ნამუშევრებში არსებული ვიზუალები და სიმბოლოები პიროვნების ცხოვრებისეულ არჩევანს, გადაწვეტილების მიღების პროცესს, ინტროსპექციას, მოქმედებასა და სულიერ მისწრაფებებს უკავშირდება.
ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა მასალით, ასევე გამოყენებულია ამრეკლავი ობიექტები, როგორც ინტროსპექცია და თამაში რეალობასა და ილუზიას შორის, ცხოვრების არაპროგნოზირებადი ბუნება, მეტაფორული გზაჯვარედინები, ახალ არჩევანსა და სამყაროს ახალი პერსპექტივების აღმოჩენასთანნა კავშირში. ნამუშევრებში არსებული ვიზუალები – ჭადრაკის სტრატეგიული სვლები, ბილიარდი როგორც სიმბოლო არჩევანის უნიკალური ტრაექტორიის, პეპლები როგორც ტრანსფორმაცია და თავისუფალი მოძრაობა, ღია სივრცეები როგორც უსაზღვრო შესალებლობების სიმბოლო.
გამოფენის სახელწოდება არის საკუთარ თავში მოგზაურობაც და საკუთარი თავის შეცნობაც. თვითრეფლექსიის პროცესში მყოფი ადამიანების ფიგურები ხაზს უსვამს საკუთარი თავის შეცნობის სირთულეს.
მიმართულების არჩევა არის ჩვენი ნების თავისუფლებაზეც, რომლის შემეგ ყალიბდება ინდივიდუალური რეალობა, რომელიც შეიძლება არ გვაძლევდეს უკან სვლის შესაძლებლობას, მაგრამ წინ იყოს მომავლის უნიკალური პერსპექტივები.
„აირჩიე მიმართულება,
დაიჭირე წამი“.
გამოფენა 28 იანვრამდე გასტანს.