მალხაზ დოლიძე განმარტავს, ექნება თუ არა გავლენა პურის ფასზე წყლის ტარიფის ზრდას

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ წყალმომარაგების ტარიფის გაძვირება პურზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს.

მისი განმარტებით, წყლის ტარიფის გაზრდასთან ერთად, დაიკლო ელექტროენერგიის ტარიფმა და ამან პურის ღირებულება დააბალანსა.

“წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტზე ნამდვილად არ აისახება და შენარჩუნებული იქნება ის ფასები, რომელიც პურზე გვაქვს. ადგილობრივი წისქვილებიც მუშაობენ და აწარმოებენ ფქვილს. ამასთან, საქართველოში იმპორტირებული ფქვილიც არის, რაც აძლევს მეწარმეებს იმის საშუალებას, რომ, დღევანდელ ეტაპზე, პურის არსებული ფასები შენარჩუნდეს”, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები