“ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცის, დანიის ელჩის ყოველგვარი განცხადების გარეშეც” – გია ცაგარეიშვილი
“ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცის, დანიის ელჩის ყოველგვარი განცხადების გარეშეც”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ძალიან დიდი პატივს ვცემ დანიის სამეფოს და ჩვენ მეგობრობას. ევროკავშირის წევრი და ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ეს იყო არამეგობრული განცხადება. ამგვარი განცხადებები ხელს უწყობს რადიკალიზაციას და გაცხელებული თავების უფრო გაცხელებას. ეს არის ცრუ აღქმა, ხოლო ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულია. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცის, დანიის ელჩის ყოველგვარი განცხადების გარეშეც“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.