კახა კალაძე: გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს
თბილისის მერი, კახა კალაძე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის საკითხს გამოეხმაურა.
„გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.