ნანი სანაძის საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება

13 იანვარს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის, ნანი სანაძის საიუბილეო გალა – კონცერტი გაიმართება.
ორანიზატორების ინფორმციით, ნანი სანაძემ კონსერვატორის დაამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა კონცერტმაისტერად ვოკალურ და ინსტრუმენტულ კათედრებზე. (1967 წ.). 1971 წლიდან კი იგი საკონცერტმაისტერო დაოსტატების კათედრის პედაგოგია.
ნანი სანაძეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა მოსკოვსა და სანქტ – პეტერბურგში.
მისი მოღვაწეობის დადებითად შეფასებისთვის საკმარისია უამრავი სიგელი თუ დიპლომი, მათ შორის:
საუკეთესო კონცერტმაისტერის დიპლომი – ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე (თბილისი, საქართველო. 1970 წ).
სიგელი – საშემსრულებლო ხელოვნებისთვის (თბილისი, საქართველო. 1970 წ.).
საუკეთესო კონცერტმაისტერის დიპლომი – ამიერკავკასიის პირველ საშემსრულებლო კონკურსზე (ბაქო, აზერბაიჯანი. 1979 წ.).
ნანი სანაძე კონსერვატორიის ასოცირებუოი პროფესორია და კვლავ განაგრძობს აქტიურ საკონცერტმაისტერო საშემსრულებლო საქმიანობას.
იგი ასევე თანამშრომლობს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან და 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში წინა საშობაო კონცერტების მუსიკალური ხელმძღვანელია.
2023 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედმა“ დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პედაგოგის საპატიო დიპლომით – „ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და სახელოვნებო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
ამავე წელს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ გადასცა სიგელი- „საკონცერტმაისტერო მიმართულებაში შეტანილი წვლილისთვის, ხანგრძლივი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები