ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის შემდეგ დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩავიდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ დაწერა.
ზელენსკისთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი – დმიტრო კულება იმყოფება.
“დიდი პატივია, მივესალმო კარგ მეგობრებს და მოკავშირეებს – ვოლოდიმირ ზელენსკის და დმიტრო კულებას ტალინში. ჩვენ ვუგზავნით ძლიერ სიგნალს და გარანტიას უკრაინას, რომ ესტონეთი მტკიცედ დგას მათ მხარეს და ერთად მოვიგებთ ამ ომს”, – დაწერა მინისტრმა სოცქსელში.
ბალკანეთის ტურნეს ფარგლებში, ზელენსკი ლატვიასაც ეწვევა. მედია წერს, რომ მომავალ კვირას ზელენსკი, სავარაუდოდ, შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაემგზავრება.