Bloomberg: აშშ ზელენსკისგან ომის წარმოების ზუსტ გეგმას ითხოვს

შეერთებულ შტატებში სურთ, რომ უკრაინამ საომარი გეგმა გააუმჯობესოს და მოსალოდნელია, რომ ამ საკითხს მომავალ კვირას დავოსში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დააყენებენ.

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

მოსალოდნელია, რომ ზელენსკისთან საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ისაუბრებს.

გამოცემის წყაროების თქმით, შეერთებულ შტატებში შეშფოთებული არიან ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოებით, რაც, სავარაუდოდ, ახალი სტრატეგიის შემუშავებას ანელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, უკრაინელი სამხედროები, ამჟამად, 2024 წლის გეგმას ავითარებენ და ვარიანტების სრულ სპექტრს განიხილავენ.

შეერთებულ შტატებში კი სურთ, იცოდნენ, თუ რომელი სფეროს გაძლიერება იქნებოდა უკეთესი. მათ მიაჩნიათ, რომ მკაფიო სტრატეგიის შემუშავებას – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები