გიორგი ამილახვარი: მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე, საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი

მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება არის ბრძენი, ყველაფერს ხედავს.

„არახალია, როდესაც ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე, რა არის მათი მოტივები, რა არის მათი მიზნები და საფუძვლები… თუმცა, საზოგადოება არის ბრძენი, ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსების და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ თავად გასცა პასუხი ამ ადამიანებს და უპასუხა იმ მკრეხელობაზე იმ ძალიან არაბუნებრივ და არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები