მარიამ ამილახვრის „პასტორალი“ ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, მუდმივ ექსპოზიციაში ბინა დაიდო მარიამ ამილახვარის ნამუშევარმა „პასტორალი”. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„სიხარულით გვინდა ვაცნობოთ ჩვენს დამთვალიერებელს, რომ რამდენიმეთვიანი რესტავრაციის შემდეგ ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია, XIX საუკუნის შესანიშნავი ქართველი ქალი მხატვრის – მარიამ ამილახვარის ნამუშევარი „პასტორალი”.
ფერწერული ტილო გასულ წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლის კოლექციებისათვის შეიძინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.