“ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს” – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი შობის თარიღთან დაკავშირებით დავას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკური თემის საეკლესიო საკითხებში შეტანა გაუმართლებელია და ამ თემით სპეკულირების მთავარი მიზანი რადიკალების მხრიდან ეკლესიაში განხეთქილების გაჩენაა.

„შობის თარიღი დადგენილია საკმაოდ სერიოზული ასტრონომიული, მათემატიკური გამოთვლებით და ამ თემის რუსეთზე მიბმა არა მარტო მკრეხელობა, არამედ შეზღუდული აზროვნების დემონსტრირებაა. თვითონ ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. მიზანი ერთია – დაპირისპირება ეკლესიასთან და მისი ავტორიტეტის შელახვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები