“უკვე ძალიან დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკას, რელიგიას, სპორტს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს” – დავით მათიკაშვილი
“უკვე ძალიან დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკას, რელიგიას, სპორტს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს და ყველაფერი პოლიტიკა ჰგონია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს ორგანიზაცია [„ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან დიდი ხანია, ჩამოცილებულია პოლიტიკური დღის წესრიგიდან და ხმამაღალი, სპეკულაციური განცხადებებით ცდილობენ, რომ ისევ დღის წესრიგში დარჩნენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში შფოთი და არეულობა იყოს, ამიტომაც ეს პარტია, მისი გამხმოვანებელი პირები, ცდილობენ მოძებნონ გარკვეული მიზეზები, რაც საზოგადოებაში კვლავ განხეთქილებას შეიტანს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.