“გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები აბსურდის ლაბირინთში არიან გახვეულნი” – დავით მათიკაშვილი
„როგორც გიორგი გახარია, ასევე, მისი პარტიის წევრები აბსურდის ლაბირინთში არიან გახვეულნი – საინტერესოა, თავად თუ ესმით მათივე მოთხოვნის შინაარსი“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს.
“ყველას მაღალი იურიდიული განათლების დონეს ვერ მოვთხოვთ, თუმცა, როცა ძალიან აშკარა და ხელშესახებია მოცემულობა და ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, აქ მაღალი დონის იურიდიული განათლება აუცილებელი არ არის. თვითონაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ სპეკულაცია და აბსურდია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.