ვახტანგ ცინცაძე: 2023 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონის შემცირება გრძელდება

“საქართველო იყო ერთ-ერთი ლიდერი, როგორც რეგიონის, ასევე, ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შემაჯამებელ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2023 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონის შემცირება გრძელდება.

“ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა როგორც საინვესტიციო აქტივობა ქვეყანაში, ასევე, საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2023 წელს საქართველომ შეძლო და გაცილებით უფრო სწრაფად მოთოკა ის ინფლაცია, რომელიც გლობალური გამოწვევა იყო და, ფაქტობრივად, 2023 წელი საშუალო 2.5%-იანი ინფლაციით დავასრულეთ. მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენ შევძელით და, ფაქტობრივად, უმუშევრობის დონე 2023 წელს მინიმალურ დონეზე იყო ჩამოსული და 2023 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონის შემცირება გრძელდება”, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ “რუსთავი ორთან” საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები