“გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?! მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა!” – ირაკლი ზარქუა
“გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?! მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა!”, – ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
„რადიკალებს წინა სამუშაო ჯგუფებში შესვლა არ აინტერესებდა, მათ ქაოსი, დაძაბულობა და არეულობა აინტერესებდათ. ეს იყო მათთვის ამოსავალი, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ჩვენ ქართველ ერთან ერთად ორივე ფეხზე მყარად დავდექით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ.
ეს ხელმოცარულები მიხვდნენ რა, რომ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლა წააგეს, შეცდომების გამოსყიდვის მცდელობა აქვთ. ცდილობენ ხალხს დაანახონ: – ჩვენ მზად ვართ, მუშაობა გვინდა, სად არის მმართველი პარტია…
5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში განახლდება – კეთილი ინებეთ დაესწარით და ჩაერთეთ! მოგეცემათ შანსი, რომ რაღაც ქმედითი გააკეთოთ – შემობრძანდით, დაესწარით კომიტეტებს და თქვენი ინიციატივები წარმოადგინეთ“, – მიმართავს ოპოზიციას ირაკლი ზარქუა.