მიხეილ სარჯველაძე: არ მაქვს განცდა, რომ რუსეთთან ასოცირების სიმბოლო შეიძლება, იყოს რომელიმე დოგმატური საკითხი, რომელიც საეკლესიო საკითხი გახლავთ
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
“არ მაქვს განცდა, რომ რუსეთთან ასოცირების სიმბოლო შეიძლება, იყოს რომელიმე დოგმატური საკითხი, რომელიც საეკლესიო საკითხი გახლავთ. მიზანი არის ის, რომ არგუმენტები მონახონ, წინასწარ გამოცხადებული, არარსებული ფაქტს ტირაჟირებისთვის, რომ ხელისუფლებას დააბრალონ რომელიმე მიმართულებით სვლა, რომელსაც თვითონ აცხადებენ, მათი პიარული სტრატეგიის გათვალისწინებით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ 7 იანვარი არის რუსული გავლენა და, რეალურად, მართლმადიდებლური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.