რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს არაფერი უკეთებიათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ – ხელის შემშლელი ნაბიჯი ძალიან ბევრი გადადგეს
“როდესაც ღირებულებებისგან არის დაცლილი ადამიანთა გაერთიანება, ცხადია, მას პოლიტიკაში ვერანაირი პერსპექტივები ვერ ექნება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ქვეყნის საკეთილდღეოდ არაფერი უკეთებია.
„ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ მათ არჩევნებზე არ აქვთ იმის იმედი, რომ რაიმეს მიღწევის შანსები ჰქონდეთ. ეს არის ბუნებრივი, ვინაიდან ამ ადამიანებს არაფერი უკეთებიათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ხელის შემშლელი ნაბიჯი ძალიან ბევრი გადადგეს. შესაბამისად, რა კონფიგურაცია იქნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ისინი ერთიანდებიან, ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს მხოლოდ პირადი ამბიციების გამო და არა რაღაც იდეის, პრინციპების ირგვლივ. როდესაც ღირებულებებისგან არის დაცლილი ადამიანთა გაერთიანება, ცხადია, მას პოლიტიკაში ვერანაირი პერსპექტივები ვერ ექნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.