გურამ ნიკოლაშვილი: ლაშა ბუღაძე პირველად არ ერთვება ისეთ საკითხებში, რაც ეხება ეკლესიას, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეკლესია ბნელად, რეტროგრადად და ჩამორჩენილად წარმოაჩინონ

ლაშა ბუღაძე პირველად არ ერთვება იმ საკითხებში, რომელიც ეხება ეკლესიას, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეკლესია ბნელად, რეტროგრადად და ჩამორჩენილად წარმოაჩინონ, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლაშა ბუღაძის Facebook-პოსტს, სადაც მწერალი 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსულს უწოდებს.

„შობას ყველა ქრისტიანული ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავს, ოღონდ სხვადასხვა კალენდრით. საქართველოს ეკლესია აღნიშნავს თარიღებს იულიანური თარიღით, ხოლო ზოგიერთი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზეა გადასული. თუკი ვინმეს კანონიკური ასპექტი აინტერესებს ამ საკითხის, ამაზე სხვა ფორმა არსებობს დებატის. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ რომ საქმე არა კანონიკასთან გვაქვს, არამედ ამ მოვლენის პოლიტიკურ განზომილებაში გადაყვანასთან და საზოგადოებრივი დაპირისპირების მცდელობასთან. ლაშა ბუღაძე პირველად არ ერთვება მსგავს საკითხებში, რომელიც ეხება ეკლესიას და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეკლესია ბნელად, რეტროგრადად და ჩამორჩენილად წარმოაჩინონ“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები