“ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა” – ენდელაძე რესპირატორულ ინფექციებზე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, რესპირატორული ვირუსული ინფექციების მატება ზამთრის სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
მისივე თქმით, მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება აუცილებელია.
“ამჟამად, ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა… მომართვიანობა გაზრდილია, დატვირთულები ვართ, უპირატესად იანვრის თვიდან დაიწყო მატება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ სეზონისთვის, რომ უნდა იყოს სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექცია და არის სხვადასხვა. ამიტომ, საჭიროა დიფერენცირება და დატესტვა. ამიტომაც არის აუცილებელი მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.