რატი იონათამიშვილი: უნდათ, ყველაფერს რუსული უწოდონ, მათ შორის, შობის დღესასწაულსაც, ეს აჩვენებს მათ დეგრადირებას
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი მწერალ ლაშა ბუღაძის “ფეისბუქ” სტატუსს გამოეხმაურა.
“ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ის, რომ უნდათ, ყველაფერს უწოდონ რუსული და, მათ შორის, შობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც, სინამდვილეში აჩვენებს მათ სახეს, მათ კრიზისს და მათ დეგრადირებას. ცხადია საზოგადოება ძალიან ობიექტურად შეაფასებს ამ ყოველივეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა
ცნობისთვის, მწერალმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: “გილოცავთ რუსულ შობას. ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შევხვდით”.