ზურაბ აზარაშვილი: მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს თავადაც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ახალი საცხოვრებელი ფართების მისაღებად, რასაც შემდეგ განვიხილავთ

ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა ოჯახებმა სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ოჯახები განაცხადებს გააკეთებენ ჩვენს მუნიციპალურ ცენტრებში. ინფორმაცია გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასეთი ოჯახები სადაც არის, სავარაუდოდ, აღრიცხულია. ამის საფუძველზე ჩვენც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადების გაკეთება, რასაც შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები