პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ტკბილეული გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საშობაო ტკბილეული და საჩუქრები რესპუბლიკის მოედანზე ალილოს მსვლელობის მონაწილეებს გადასცეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ელენე გახარიამ ალილოს მონაწილეებს და მთელ ქვეყანას შობა მიულოცა.

,,შობის დღესასწაულს ვულოცავთ ალილოს მონაწილეებსა და სრულიად საქართველოს. შობა არის ყველაფრის ახლის დაწყების, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული და ვისურვებთ, რომ მომავალ წელს მთელი ქვეყანა ამ განწყობით იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ელენე გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები