აშშ-ში მსჯავრდებული მოსამართლეს სასამართლო სხდომის დროს თავს დაესხა

დელონ რედენმა, რომელსაც ბრალად  ფიზიკური ძალადობა ედებოდა, საკუთარი დანაშაული აღიარა და მოსამართლეს სთხოვა, გამოსაცდელი ვადა დაენიშნა, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა, აქამდე ჩადენილი სხვა დანაშაულების გამო.
განაჩენის გამოტანის დროს, გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, რედენი მოულოდნელად მოსამართლის მაგიდას გადაახტა და მას თავს დაესხა.

სანამ ის დაცვის თანამშრომლებმა ოთახიდან გაიყვანეს, მან მოსამართლისა და მისი თანაშემწისთვის ტრავმების მიყენება მოასწრო. ამჟამად ისინი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები