გლდანში ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს

თბილისში, გლდანში, გუშინ ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს. ორივე ძაღლს დახმარება კლინიკა “ვეტ ექსპრეშში” გაუწიეს. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ცნობილია, ერთი ძაღლი დანით ხალხმრავალ ადგილზე ერთ-ერთ პარკში დაჭრეს, მეორე შემთხვევაში ცხოველს დაზიანება არბალეტით მიაყენეს. ამჟამად ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები