გოგი მეშველიანი: მჯერა, რომ ახალი 2024 წელი თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო განვითარების, გაძლიერების და მეტი შესაძლებლობის მომტანი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
“მეგობრებო, რამდენიმე საათში 2024 წელი შემოაბიჯებს, საზეიმო განწყობა სუფევს და მსურს გულით მოგილოცოთ ახალი წელი! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, კეთილდღეობას და უამრავ სიხარულს.
ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ყველა უკეთესი მომავლის იმედით ვივსებით.
2024 წელს პოზიტიური განწყობითა და ახალი რეალობით ვხვდებით – ევროპასთან დაახლოების გზაზე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
მჯერა, რომ ახალი 2024 წელი თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო განვითარების, გაძლიერების და მეტი შესაძლებლობის მომტანი.
განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ ვინც საყოველთაო ზეიმის მიუხედავად, ამ წუთებშიც ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგას.
გასულ წელს, ბევრი გამოწვევა დავძლიეთ ჩვენს ხალხთან ერთად და მჯერა, რომ მომავალშიც ყველა ერთად შევძლებთ დაბრკოლებების გადალახვას და უკეთესი მომავლის შექმნას.
ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულს და თანადგომის უნარს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2024 წელს!“, – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი