“პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის მაღალ პასუხისმგებლობას და მის სიყვარულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური მდგრადობის გარანტიაა.
„ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის კიდევ უფრო მეტის სიკეთის და პოლიტიკური მდგრადობის გარანტიაა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.