მდინარაძე – ივანიშვილზე: ამ კაცის ბუნება და ხასიათი ვიღაცებმა ვერ გაითვალისწინეს; ადამიანმა თავისი თავი გაწირა, სიცოცხლე გაწირა და ალბათ მაქვს ამის გამხელის უფლება

„დასანქცირებაზე რომ საუბრობდა დღეს [ბიძინა ივანიშვილი], ეს ხომ ჰაერიდან მოტანილი ამბავი არ არის. დე ფაქტოდ დასანქცირებულია ეს ადამიანი [რუსეთ-უკრაინის] ომის დაწყებიდან ძალიან მოკლე პერიოდში დაასანქცირეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. გაუჩერეს თავისი პირადი თანხები და აქ ათას და ორი ათასზე კი არ არის საუბარი, მილიარდებზეა საუბარი. ადგნენ და უბრალოდ გაუჩერეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “ქრონიკაში” ისაუბრა.

“ამ კაცის ბუნება და ხასიათი ვიღაცებმა ვერ გაითვალისწინეს. ადამიანმა თავისი თავი გაწირა, სიცოცხლე გაწირა და ალბათ მაქვს ამის გამხელის უფლება. მოუყოლია, როდესაც აქტიურად იყო პოლიტიკაში, შინაურულად, რომ ცოლ-შვილს ვემშვიდობებოდი ხოლმე, როდესაც სახლიდან გამოვდიოდიო. 2012 წლამდე, გახსოვთ ეს პერიოდი. დღეს ახლა ფულის რა რაოდენობა უნდა ყოფილიყო რომ დაეშანტაჟებინათ, ვერ მიხვდნენ და ყოველ შემთხვევაში სცადეს. ეგონათ, რადგან ორ მილიარდზე იყო საუბარი, ამით მიაღწევდნენ რაიმე შედეგს და დააბრუნებდნენ [პოლიტიკაში] იმ მიზნით, რა მიზანიც მაშინ ჰქონდათ – ამ ქვეყნის ომში ჩართვა. შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ამ კაცის ხასიათი სხვაა და სხვანაირად უყვარს სამშობლო. დღეს აბსოლუტურად სხვა მიზნით დაბრუნდა ის პოლიტიკაში და გააჟღერა კიდეც რისთვის – რისკების დასაზღვევად და გარე ფაქტორებზე სამუშაოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები