საქართველოს ყველა ქალაქი ახალ წელს განსაკუთრებული სილამაზის საახალწლო ილუმინაციებით და ნაძვის ხეებით ეგებება (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს რეგიონები ახალი 2024 წლის დადგომას განსაკუთრებულად ხვდება, ყველა ქალაქი მოირთო განახლებული ილუმინაციებით და საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხეები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ყველა რეგიონში ასევე მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული ახალი წლის დღეები.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წელს ყველა ქალაქს ახალი საახალწლო განათებები საჩუქრად გადაეცა.
ფოტოკოლაჟი საახალწლოდ მორთული ქალაქებიდან: რუსთავი, გორი, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ლაგოდეხი, თელავი, სიღნაღი, ყვარელი, მარნეული, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, კასპი, ნინოწმინდა.