პატრიარქი: დღეს ვემშვიდობებით ბატონ თემურ ჩალაბაშვილს – ჩვენი დროის გამორჩეულ პოეტსა და დიდ ადამიანს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივრებს უსამძიმრებს.
„დღეს ვემშვიდობებით ბატონ თემურ ჩალაბაშვილს, – ჩვენი დროის გამორჩეულ პოეტსა და დიდ ადამიანს. იგი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გაიცნო ფართო საზოგადოებამ, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი რჩეული.
მისი პიროვნება იყო და არის მაგალითი სისუფთავისა, უბრალოებისა, მეგობრობისა, სიკეთისა და სიყვარულისა.
შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა სულისა და ბატონი თემურისათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.
პოეტი და პუბლიცისტი თემურ ჩალაბაშვილი 27 დეკემბერს გარდაიცვალა.