საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

“საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, მცხეთის რაიონული პროკურორი დავით ყაზარაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს პროკურატურის თანამშრომლების სახელით საახალწლო საჩუქრები გადასცეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“ნათია მერებაშვილმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად სამზარეულოს ტექნიკა, ტელევიზორი, საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა. ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები