მიხეილ სარჯველაძე: გაბანკროტებულ ოპოზიციას ერთადერთი ხერხი დარჩა, რომ ქვეყანას ხელი შეუშალონ წინსვლაში და ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაბანკროტებულ ოპოზიციას ერთადერთი ხერხი დარჩა, რომ ქვეყანას ხელი შეუშალონ წინსვლაში და ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ.

„ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მინუს მონაწილეობა ჰქონდათ და ბოიკოტით პროცესს ხელს უშლიდნენ, რომელსაც შეიძლება, სტატუსის გარეშე დავეტოვებინეთ. ახლაც იმავე შეცდომის გამეორების სურვილი არ აქვთ, რადგან სერიოზული პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. გაბანკროტებულ ოპოზიციას ერთადერთი ხერხი დარჩა, რომ ქვეყანას ხელი შეუშალონ წინსვლაში და ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ. ხვდებიან, რომ საზოგადოება მათ ტაქტიკურ სვლებს არ უნდა მიხვდეს და ახლა დილემის წინაშე დგანან. გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და ცდილობენ, რომ პროცესი ისე გააგრძელონ, როცა თან ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას თან ჩუმად შეეცდებიან, ლობისტების დაქირავებით თუ ბოიკოტით და თან ისე წარმოჩენა უნდათ, რომ კონსტრუქციულები არიან. იოლი „გამოსავალი“ იპოვეს და გეგმაზე გადაბრალება დაიწყეს. ვისაც თანამშრომლობის სურვილი აქვს, შეუძლია, პროცესში ჩაერთოს. ამას არ აკეთებენ, რითაც დასტურდება, თუ რამდენად გულწრფელია ოპოზიცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები