მიხეილ სარჯველაძე: “ლელო“ წარმოადგენს არა ალტერნატიულ, არამედ – იმავე ძალას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

„ლელო“ წარმოადგენს არა ალტერნატიულ, არამედ – იმავე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელო” ცდილობს, სხვაგვარი შეფუთვით წარდგეს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

“უბრალოდ, განსხვავებული მოსაზრებების საგანი შეიძლება, იყოს, „ნაცმოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება. არავითარ ალტერნატივაზე საუბარი არ არის. „ლელო“ კარგად ხვდება, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფითი კონვერტაციის მატარებელია და ცდილობენ, სხვაგვარი შეფუთვით, მაგრამ იმავე შინაარსით წარდგნენ, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ, მათგან მხარდაჭერა ასე მიიღონ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები