ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში ხერსონის ოლქი და ქალაქი ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქ ხერსონს მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაარტყეს.
დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, ასევე, დაზიანდა და განადგურდა ოლქის ინფრასტრუქტურა – საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი, ავტოფარეხები და ავტომობილები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გვიან ღამით “რაშისტებმა” 8 “შაჰედი” გაუშვეს, მათგან 7-ის ჩამოგდება დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქებში მოხერხდა.