საავადმყოფოში, სკოლაში – ისრაელის არმიამ “ჰამასის” გვირაბებში შესასვლელი ფართო ქსელი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა კონტროლირებადი აფეთქების მეთოდით “ჰამასის” გვირაბების ფართო ქსელი გაანადგურა, რომელიც გადაჭიმული იყო ჩრდილოეთიდან ღაზას ცენტრამდე.

არმიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გვირაბის სამი შესასვლელი “რანტისის” საავადმყოფოს შენობაში იყო.

ლიკვიდაციამდე გვირაბები შეისწავლეს სხვადასხვა აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გამოყენებით და შეადგინეს გადასასვლელების რუკა. დადგინდა, რომ გვირაბების საერთო სიგრძე რამდენიმე კილომეტრს შეადგენდა.

საავადმყოფოდან გადასასვლელები გადიოდა ღაზაში მდებარე სტრატეგიულ პოზიციებზე. ერთ-ერთ ბუნკერში განთავსებული იყო ოპერატიული შტაბი, საიდანაც ტერორისტების ლიდერები ბრძოლას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში ხელმძღვანელობდნენ. მიწისქვეშა ბუნკერების შესასვლელები დაჯავშნილი კარებით იყო გადაკეტილი.

გვირაბის ერთ-ერთი შესასვლელი, რომელიც 20 მეტრის სიღრმეში იყო, გოგონების სკოლაში მდებარეობდა. გვირაბში ჩასვლა ელექტროლიფტით იყო შესაძლებელი.

კიდევ ერთი შესასვლელი საიდუმლო ბინაში იყო, რომელსაც “ჰამასის” ერთ-ერთი საზღვაო მეთაური იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები