სტუდენტს, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, მანამდე კიდევ სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული, მათ შორის 2 თვის ბავშვია

დევიდ კოზაკმა, რომელმაც ერთი კვირის წინ კარლის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, წერილი დატოვა, რომელშიც აღიარებს, რომ რამდენიმე დღით ადრე ორი ადამიანი მოკლა – 32 წლის მამაკაცი და მისი ორი თვის ქალიშვილი.

ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციაში განაცხადეს.

მკვლელობა კლანოვიცეს ტყეში 15 დეკემბერს მოხდა და 24 წლის დევიდ კოზაკი მთავარი ეჭვმიტანილი გახდა.

21 დეკემბერს უნივერსიტეტში მასობრივი სროლის შემდეგ, პოლიციამ ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარა და დაადგინა, რომ ორივე შემთხვევაში გასროლა ერთი და იმავე იარაღიდან მოხდა.

კოზაკმა 21 დეკემბერს ასევე საკუთარი მამა მოკლა – ჯამურად, 17 ადამიანი ჰყავს მოკლული.

სტუდენტმა თავი მოიკლა, როდესაც პოლიციამ ის უნივერსიტეტში დაბლოკა.

კოზაკის ქმედების ოფიციალურ მოტივებზე ჯერ ისევ არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები