რატი იონათამიშვილი: ხაზარაძესა და მელიას ისეთივე მომავალი ექნებათ, როგორი მომავალი და აწმყოც აქვთ ვაშაძესა და ხაბეიშვილს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილის შეფასებით,
მამუკა ხაზარაძესა და ნიკა მელიას ისეთივე მომავალი ექნებათ, როგორი მომავალი და აწმყოც აქვთ ვაშაძესა და ხაბეიშვილს. ეს განცხადება დეპუტატმა ოპოზიციონერების სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ეს ადამიანები ერთმანეთისგან დიდად არაფრით გამოირჩევიან სინამდვილეში. ამიტომ, რაც უფრო ერთად დაჯგუფდებიან, მით უკეთესი, ვინაიდან ამომრჩეველს გაუმარტივდება მათ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობა დააანონსა.