გურამ მაჭარაშვილი: სანამ იქნება გლობალური თუ ლოკალური ომის პარტია ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ეშველება

რაც უფრო მალე გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც, პოლიტიკური სპექტრისთვისაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,
ვიდრე “გლობალური ომის პარტია” იქნება ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ეშველება.

„მანამ, სანამ იქნება გლობალური თუ ლოკალური ომის პარტია ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ვერ ეშველება. ამიტომ რაც უფრო მალე იქნება ეს პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება 2024 წლის არჩევნების დღიდან იმიტომ, რომ მორიგ ჯერზე საზოგადოება გამოუტანს ერთ-ერთ განაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამის მერე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები