მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის სწორი სამართლებრივი შეფასება ანგარიშგასაწევი ინიციატივაა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე “ხალხის ძალის” ინიციატივას “ნაცმოძრაობის” გასამართლების შესახებ, აფასებს.
სარჯველაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხელისუფლებაში, დანაშაულებრივი რეჟიმი იყო.
მისივე შეფასებით, “ხალხის ძალის” ინიციატივა “ანგარიშგასაწევი ინიციატივაა”.
„რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაც შეიძლება მკაფიო, რაც შეიძლება უდავო გახდეს, რაც შეიძლება სახელი დაერქვას და მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, სწორი პოლიტიკური შეფასება, ეს ანგარიშგასაწევი ინიციატივაა. ამის მოთხოვნა ალბათ საზოგადოებაშიც არსებობს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.