ლევან იოსელიანი: მიმაჩნია, ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, ერთ-ერთი საუკეთესოა

მიმაჩნია, ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, ერთ-ერთი საუკეთესოა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს აძლევს რეალურად მედიას და საზოგადოებას შესაძლებლობას, რომ ყველაფერზე ისაუბროს.

„რეგულაციები შესაძლოა სიტყვისა და თავისუფლების საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული და ეს იყოს უკან გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც შეზღუდვების გზით სიარული არ მიმაჩნია სწორად. ვფიქრობ, უფრო ცნობიერების ამაღლებისა და მათ შორის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და ამაში უნდა დავარწმუნოთ ოპონენტები, ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ დეზინფორმაციას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ჩემი აზრით, საზოგადოება უკვე გაიზარდა და თუ გადავხედავთ მაგალითად 10-12 წლის წინანდელ დისკუსიებს ეთერებში, ვნახავთ, რომ ბევრი ტერმინოლოგია, ბევრი ნარატივი უბრალოდ ამოღებულია, რადგან ის რომ დღეს გაიმეორო, სასაცილო იქნება, ამას საზოგადოება აღარ მიიღებს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები