აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, 250 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ეს პაკეტი მოიცავს 250 მილიონ დოლარამდე ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას. პაკეტის შესაძლებლობები მოიცავს საჰაერო თავდაცვის ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემის სხვა კომპონენტებს, დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის, საარტილერიო საბრძოლო მასალას 155 და 105 მმ, ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას და 15 მილიონზე მეტ ვაზნას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.