სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის რეალური შესაძლებლობის ფანჯარას ხედავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობისთვის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.

ამის შესახებ მინისტრმა ირანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანმა არაერთხელ აჩვენა თავისი გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს კეთილსინდისიერად და კონსტრუქციულად აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, რომლის მიზანია ურთიერთობების ნორმალიზება და მშვიდობის დამყარება.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება პროცესისადმი და, ზოგადად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიმართ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და ამჟამად მუშაობა კონკრეტულად სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები