“აი, ასეთი ლამაზი სკვერი შეემატა საბურთალოს, რომელიც დიდ ქართველ მწერალს, ოთარ ჭილაძეს მიეძღვნა” – გოგა ჩანადირი

“აი, ასეთი ლამაზი სკვერი შეემატა საბურთალოს, რომელიც დიდ ქართველ მწერალს ოთარ ჭილაძეს მიეძღვნა”, – ამის შესახებ ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

“დაიდგა მემორიალი, კედლები წიგნის თემაზე მოიხატა და სკამების ნაწილიც მას მიეძღვნა. მოეწყო გასართობი და სპორტული სივრცეები.

უდიდესი საქმე გაკეთდა ყველა თვალსაზრისით – ოთარ ჭილაძის პატივსაცემად და მისი სახელოს უკვდავსაყოფად, სკვერის მოსაწესრიგებლად, წიგნიერების პოპულარიზებისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის და ამაში განსაკუთრებული წვლილი საბურთალოს გამგებელმა გიზო ვასაძემ და მისმა თანამშრომლებმა შეიტანეს.
გაზაფხულიდან აქ ლიტერატურულ-შემოქმედებითი შეხვედრები გაიმართება.
მადლობა ოთარ ჭილაძის დაფასებისთვის, წიგნიერებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისთვის”, – წერს ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები