რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ არჩევნებში პუტინის დამარცხებაზე არ ოცნებობს
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, “ლდპრ”-ის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ არჩევნებში სათანადო მონაწილეობაზე ოცნებობს და არა – ვლადიმერ პუტინის დამარცხებაზე.
“მე ვოცნებობ სათანადო მონაწილეობაზე, ხალხი მოგვცემს შეფასებას 17 მარტს”, – განუცხადა სლუცკიმ ჟურნალისტებს.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ოცნებობს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გამარჯვებასა და ქვეყნის კეთილდღეობაზე.
კითხვაზე, ოცნებობს თუ არა არჩევნებში პუტინის დამარცხებაზე, სლუცკიმ თქვა, რომ “მე ვოცნებობ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გამარჯვებაზე. მაგრამ არ ვოცნებობ პუტინის დამარცხებაზე. რატომ? პუტინი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია პლანეტაზე”.