ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს.

ერდოღანმა ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა.

„ღაზაში ისრაელის პრემიერმინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს“, – განაცხადა ერდოღანმა.

საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.

მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას არ აკრიტიკებს, რადგანაც „დღემდე იხდის საფასურს ჰიტლერის დანაშაულებისთვის“.

„შეხედეთ, გერმანიას, ისინი ჯერაც აგრძელებენ ჰიტლერისთვის საფასურის გადახდას. სწორედ ამიტომაც, გერმანია ხმას არ იღებს. ის თავდახრილია, მაგრამ ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები