ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გამთენიისას ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

დოკუმენტს ხელი 28 ე.წ.დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი.

ე.წ.პარლამენტთან ამ დრომდე საზოგადოება, ინტელიგენცია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რჩებიან. მათ შენობასთან მთელი ღამე გაატარეს.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ლაგვილავამ თქვა, “ის ფაქტი, რომ შეთანხმების რატიფიცირება ჯერ 28 დეკემბერს დაანონსდა და მერე მოულოდნელად 27 დეკემბრისთვის გადმოიტანეს, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ. მათ ეშინიათ, რომ აქ მეტი ხალხი შეიკრიბებოდა, მათზე ზეწოლას მოახდენდნენ, ამიტომ ჩქარობდნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად, დღეს მათ გააუქმებს ცნება – კანონი, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენეს, თავი კონსტიტუციაზე, ხალხზე მაღლა დააყენეს. მათ კიდევ იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ ისეთი რამ ახდენს მათზე ზეწოლას, რაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს. შეუძლია ადამიანს, 10-მეტრიანი დისტანცია 1 წამში გაირბინოს? – არა, არ შეუძლია.შესაბამისად, არც საკონსტიტუციო კანონის მიღება შეუძლია პარლამენტს ერთი სესიის ფარგლებში. ხალხს უნდა ესმოდეს, რომ რთული დრო გველოდება და ეს უნდა გავიაზროთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები